ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მოსწავლეთა ესეების კონკურსი ვერცხლისწყლის თემაზე

მოსწავლეთა ესეების კონკურსი ვერცხლისწყლის თემაზე

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მხარდაჭერითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) თანამშრომლობით მოსწავლეებისთვის ვერცხლისწყლის თემაზე ესეების კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გამარჯვებულმა მონაწილეებმა თავიანთი ესეების პრეზენტაცია გამართეს. კონკურსის ყველა გამარჯვებულს შესაბამისი სერტიფიკატი და სამახსოვრო პრიზები გადაეცა. ღონისძიებას დაესწრნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი, ია პაპიაშვილი, პროექტის „მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ ეროვნული დირექტორი, ირმა გურგულიანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენელი, ივანე წიკლაური . გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლის თემატიკით პროექტის - ,,მინამატას კონვენციის რატიფიცირებისა და მისი აღსრულების მიზნით საქართველოში გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება და ინსტიტუციურ შესაძლებლობათა განმტკიცება“ - ფარგლებში მიმდინარეობს. გარემოსდაცვითი კამპანია ვერცხლისწყლის თემატიკით 2016 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. პროექტის მიზანია სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა.

საჯარო განხილვები