ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

"ეკოჰაბი" - ნადირობა და ბრაკონიერობა

"ეკოჰაბი" - ნადირობა და ბრაკონიერობა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის “ეკოჰაბში” ნადირობისა და ბრაკონიერობის შესახებ დისკუსია გაიმართა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საქართველოში ნადირობასა და ბრაკონიერობასთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევები, ასევე, ბრაკონიერობის წინააღმდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები დაინტერესებულ მხარეებს გააცნო. შეხვედრაზე საგამოძიებო ჟურნალისტთა გაერთიანება „აი ფაქტის“ ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ პრეზენტაცია ნადირობასა და თევზჭერასთან დაკავშირებით, საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ წარმოადგინა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ გარემოსდაცვითი თემებზე პერიოდულად ეწყობა დისკუსიები, რაც ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებულობასა და მათ ჩართვას მიმდინარე პროცესებში.

საჯარო განხილვები