ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კურსი "გარემოსდაცვითი მმართველი" დაიწყო

კურსი "გარემოსდაცვითი მმართველი" დაიწყო

დღეს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სასწავლო კურსი - „გარემოსდაცვითი მმართველი“ დაიწყო. 

აღნიშნული კურსის მონაწილეები მომდევნო 5 დღის განმავლობაში საფუძვლიან ცოდნას მიიღებენ ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების, სახელმწიფო ინსპექტირების, ნარჩენების კლასიფიკაციის, საქართველოში ამ კუთხით არსებული კანონმდებლობის, მათი მართვისა და სწორად, სტანდარტების დაცვით განთავსების შესახებ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე მეორე წელია ახორციელებს სასწავლო კურსს "გარემოსდაცვითი მმართველი", რომლის მთავარი მიზანი კანონით დაკისრებული მოთხოვნებისა და თანამედროვე სამყაროს სტანდარტების გათვალისწინებით, კომპანიებისთვის შესაბამისი კადრის გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლებაა.

საჯარო განხილვები