ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

განათლება მდგრადი განვითარებისთვის - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

განათლება მდგრადი განვითარებისთვის - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

საქართველოში „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის“ დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება - GIZ-ის მხარდაჭერით, მუშაობა დაიწყო დოკუმენტზე - ,,განათლება მდგრადი განვითარებისათვის - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2018-2022 წწ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, ია პაპიაშვილმა გახსნა.

აღნიშნულ შეხვედრაზე საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების კუთხით არსებული მდგომარეობა და საჭიროებები და ასევე, განათლება მდგრადი განვითარებისთვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2018-2022წწ) შემუშავების სამომავლო ხედვა და „განათლება მდგრადი განვითარებისთვის“ დანერგვის ხელშეწყობის გზები განიხილეს.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხელს შეუწყობს დოკუმენტის დანერგვასა და განხორციელებას. სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანი დოკუმენტია და განსაზღვრავს განათლება მდგრადი განვითარებისათვის დანერგვის ხელშეწყობისათვის ძირითად საჭიროებებსა და მიმართულებებს, შესაბამისად აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტის განახლება და შესაბამისი მიმართულებებისა და შესასრულებელი საქმიანობებისთვის გონივრული ვადის განსაზღვრა.

საჯარო განხილვები