ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გაიმართა ვებინარი თემაზე: “დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე.”

გაიმართა ვებინარი თემაზე: “დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე.”

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის გამართა ვებინარი თემაზე: “დედამიწის ისტორია - პროტოპლანეტიდან ლურჯ პლანეტამდე.”

ვებინარის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენელმა ისაუბრა სამყაროს წარმოშობის ნებულარულ თეორიაზე, დედამიწისა და მთვარის წარმოშობის, კონტინენტების ფორმირების, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე. ვებინარის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ლურჯი პლანეტის თანამედროვე გამოწვევებზე, განსაკუთრებით დედამიწის დღის 2020 წლის მთავარ თემასა და გამოწვევაზე - კლიმატის ცვლილებაზე და საზოგადოების თითოეული წევრის როლზე კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად.

ვებინარს ესწრებოდა 100-ზე მეტი მსმენელი მთელი საქართველოდან. ვებინარის განმავლობაში მათ მიეცათ საშუალება დაესვათ შეკითხვები მათთვის საინტერესო და აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში საზოგადოებას სხვადასხვა სახის ონლაინ აქტივობა შესთავაზა მოწოდებით - ჩვენ ერთად შეგვიძლია, შევქმნათ უფრო სუფთა, უსაფრთხო და მდგრადი მომავალი ყველასათვის! 

საჯარო განხილვები