ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერთა სკოლა -ენერგოეფექტიანობა და ეკოლაბორატორია

ეკოლიდერთა სკოლა -ენერგოეფექტიანობა და ეკოლაბორატორია

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  “ეკოლიდერთა სკოლაში” სწავლა გრძელდება.

 

ამჯერად ეკოლიდერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ეკოლაბორატორიის წევრები ალექსანდრე ჭაფანაძე და ავთანდილ არაბული შეხვდნენ და ენერგოეფექტიანობასა და ეკოსახლების უპირატესობაზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა ნამჯისა და თიხისგან აგებული ეკოლაბორატორიის შესახებ შეიტყვეს, რომელიც ლაბორატორიული ცდების ჩასატარებლად და  ექსპერიმენტული მონაცემების კვლევისათვის შეიქმნა. 

შეგახსენებთ, რომ ეკოლიდერთა სკოლა” 13-17 ასაკისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებზეა გათვლილი და მიზნად მათთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა  და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 

ორი თვის განმავლობაში ლექციები ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებს, მწვანე ბიზნესსა და ინოვაციებს, გარემოსდაცვით პრინციპებს, პროექტების წერასა და პიარს დაეთმობა.  

საჯარო განხილვები