ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებთან

შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებთან

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები სტუმრობდნენ.

მოსწავლეებს ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსი ნატა სულთანიშვილი შეხვდა და დაცული ტერიტორიების შესახებ ესაუბრა.

ლექციის ბოლოს მოსწავლეებმა  სამახსოვრო საჩუქრად საბავშვო წიგნი “თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში” მიიღეს. წიგნი დაცულ ტერიტორიებზე მომუშავე სამი მოხალისე უცხოელის თანაავტორობით დაიწერა და პატარა გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც ლაგოდეხის ტყეში თავის სათამაშო დათუნიას ეძებს.

შეხვედრის მიზანს მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და მათი გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა წარმოადგენდა, ცენტრი მსგავს ღონისძიებებს მუდმივად ატარებს.

საჯარო განხილვები