ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საბავშვო წიგნი “თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში”

საბავშვო წიგნი “თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში”

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საბავშვო წიგნის “თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში ” პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნის შექმნამდე ავტორები - ორგანიზაციის „GLEN-GECO“ მოხალისეები ემანუელ შევალიე, ჯულია ბიოტგერი და რაფაელა ჰოლცერი ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს 3 თვის განმავლობაში სტუმრობდნენ. 

ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა გახსნა და  გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობასა და ცენტრის ფუნქიებზე ისაუბრა. 

წიგნის გარდა საკუთარი პრეზენტაციები პროექტის მენეჯერმა ჯაბა მარუაშვილმა, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა გიორგი სულამანიძემ და ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა  წარმოადგინეს.

წიგნის პრეზენტაციას დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი ლაშა მოისწრაფიშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. 

საბავშვო წიგნი “თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში ” დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ლაგოდეხის განვითარების ჯგუფისა და  ორგანიზაციის  „CARE International” მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროგრამა „ENPARD”-ის დაფინანსებით გამოიცა.  

 

საჯარო განხილვები