ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერთა სკოლა

ეკოლიდერთა სკოლა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  “ეკოლიდერთა სკოლაში” სწავლა დაიწყო.

მომავალ ეკოლიდერებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი შეხვდა და სწავლის დაწყება მიულოცა. 

“ეკოლიდერთა სკოლა” 13-17 ასაკისა და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ მოსწავლეებზეა გათვლილი და მიზნად მათთვის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა  და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას ისახავს. 

პირველი ლექცია მოსწავლეებს ცენტრის თანამშრომელმა ნათია სარალიძემ ნარჩენების მართვის თემაზე წაუკითხა. 

ორი თვის განმავლობაში ლექციები ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, დაცულ ტერიტორიებს, მწვანე ბიზნესსა და ინოვაციებს, გარემოსდაცვითი პრინციპებს, პროექტების წერასა და პიარს დაეთმობა. 

საჯარო განხილვები