ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ბაგა-ბაღების მეთოდისტებისა და აღმზრდელების გადამზადება

ბაგა-ბაღების მეთოდისტებისა და აღმზრდელების გადამზადება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მეთოდისტებისა და აღმზრდელების გადამზადება გრძელდება. 

ბაგა-ბაღების მეთოდისტებსა და აღმზრდელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი შეხვდა და ხაზი გაუსვა სკოლამდელ ასაკში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას. 

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტს გარემოსდაცვითი კომპონენტი დაემატა. 

2016-2017 სასწავლო წელს, ყველა ბაღში დაინერგება  ცენტრში შემუშავებული სახელმძღვანელო - “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვასა და ენერგოდამზოგველობას მოიცავს.

ახალი სახელმძღვანელოს მიხედვით უკვე გადამზადდა ქ. თბილისის 20-მდე  ბაგა-ბაღის აღმზრდელი და მეთოდისტი და მან პილოტირება წარმატებით გაიარა შესაბამის საბავშვო ბაღებში.

 

საჯარო განხილვები