ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ღია კარის დღე

ღია კარის დღე

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციის/ცოდნის მართვის სისტემის შექმნით (Development) დაინტერესებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების  სფეროში მოღვაწე კომპანიებს  გიწვევთ:

2016 წლის 7 ოქტომბერს, 11:00 საათზე ღია კარის დღეზე, სადაც დაინტერესებული კომპანიები შეძლებენ მათთვის საინტერესო საკითხების დაზუსტებას შემუშავებული ტექნიკური დავალების საფუძველზე. 

შეხვედრა გაიმართება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საკონფერენციო დარბაზში (მის.: ჭავჭავაძის გამზ., ლოკომოტივის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია).

პროექტის “ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში დაგეგმილია გარემოსდაცვითი ინფორმაციის/ცოდნის მართვის სისტემის შექმნა/განვითარება. 

სისტემის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების ტრენდების მონიტორინგის გზით, კერძოდ კი არსებული გარემოსდაცვითი ინფორმაციის (კლიმატი/ბიომრავალფეროვნება/გაუდაბნოება) თავმოყრისა და მუდმივი განახლების, ასევე სისტემის ანალიტიკურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა, გადაწყვეტილების მიღებისა და მართვის შესაძლებლობების განვითარება. 

გთხოვთ იხილეთ დანართი - გარემოს საინფორმაციო სისტემის/ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი  ინფრასტრუქტურის ამოცანის მიმოხილვა

საჯარო განხილვები