ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მართვა

ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მართვა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროექტის „მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით სასოფლო ტერიტორიებზე ლანდშაფტისა და მიწის რესურსების მდგრადი მართვის დანერგვა” ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

მონაწილეებს სიტყვით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი თეიმურაზ მურღულიამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოსდაცვითი პროგრამის წარმომადგენელმა ერსინ ესენმა მიმართეს და პროექტის შესახებ ესაუბრნენ.

საქართველო პირველად იწყებს მიწის მდგრადი მართვის პროექტის განხორციელებას სასოფლო ტერიტორიებზე მიწის დეგრადაციისა და სიღარიბის შემცირების მიზნით და პროექტის განხორციელების შედეგად მიწის მდგრადი მართვის სექტორში საკანონმდებლო ცვილებები მოხდება.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციების, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განვითარების პროგრამის (UNDP) და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე გარდაბნის, ახმეტის, დედოფლისწყაროსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტის განხორციელებაში, ცოდნის დონის ამაღლების და განათლების საკითხებში, კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვით ცენტრს თანამშრომლობას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გაუწევს. ცენტრი საგანმანათლებლო ტრენინგებსა და კამპანიებს ჩაატარებს და ასევე გამოსცემს სახელმძღვანელოს მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის ცოდნაზე.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (RECC) მეშვეობითა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება.

 

საჯარო განხილვები