ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის კონცეფცია

გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის კონცეფცია

#EIEC #UNDP #GEF გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და გაანთლების ცენტრში პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) პროექტი გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებას და ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავებას ისახავს მიზნად და მას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. დაინტერესებულ პირთა შორის შეხვედრის მიზანი მართვის სისტემის ტექნიკური დავალების განხილვა იყო.

საჯარო განხილვები