ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გლობალური გარემოს მონიტორინგი-ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება

გლობალური გარემოს მონიტორინგი-ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, UNDP-გაეროს განვითარების პროგრამისა და GEF - გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში, გაფართოებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი, პროექტის უფროსი ტექნიკური მრჩეველი კევინ ჰილი და დაინტერესებული მხარეები, მათ შორის საჯარო, საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები. შეხვედრაზე, პროექტში ჩართული ექსპერტების მიერ მოხდა კლიმატის ცვლილებასთან, ბიომრავალფეროვნების ზემოქმედებისა და მიწის დეგრადაცია/გაუდაბნოების ტენდენციების მონიტორინგის ეროვნული საჭიროებების შეფასება და მასზე დაყრდნობით შინაარსობრივი ხარვეზების აღმოფხვრის გეგმის, ასევე არსებული გარემოსდაცვითი მონაცემებისა და მონაცემთა ბაზების შესახებ ინფორმაციის წარდგენა, რომლებიც უნდა გახდეს გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის ნაწილი. პროექტი მიზნად ისახავს გაუმჯობესდეს გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგი და შემუშავდეს ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემა. #UNDP #GEF #EIEC

საჯარო განხილვები