ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროექტი „მედია გარემოსთვის“

პროექტი „მედია გარემოსთვის“

პროექტი „მედია გარემოსთვის“ წარმატებით გრძელდება. საქართველოს სხვადასხვა მედია მაუწყებლის 15 ჟურნალისტმა ქალაქ სიღნაღში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში მიიღო მონაწილეობა. 

ტრენინგის მთავარ თემას, ბიომრავალფეროვნების წინაშე არსებული საფრთხეები და მისი კონსერვაცია წარმოადგენდა, თუმცა განხილული იყო სხვა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებიც, როგორიცაა ადამიანის ეკოლოგიური უფლებები, მედიის როლი გარემოსდაცვაში და საგამომძიებლო გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მადლობას უხდის #Internews#Europa-ს მხარდაჭერისთვის და მონაწილე ჟურნალისტებს აქტიური ჩართულობისთვის. 

ასევე მადლობას ვუხდით ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას მასპინძლობისთვის. 

ჩვენ გვჯერა, რომ მედიას შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება ბუნებისდაცვით საქმიანობაში. 

ტრენინგი ორიგანიზებული იქნა პროექტის „მედიის როლის გაძლიერება ბუნების კონსერვაციის სფეროში“ ფარგლებში. 

საჯარო განხილვები