ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვისთვის - გურია-იმერეთი

400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვისთვის - გურია-იმერეთი

400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგკურსს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, GIZ­ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაივლის.

ტრენინგკურსის "ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები" მიზანი ტყის მდგრადი მართვისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ტრენინგზე განიხილება ტყის მცველის მოვალეობები და ძირითადი საქმიანობა, გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხის ჭრის სახეები და ტყის დაცვა დაავადებებისგან.
გურიისა და იმერეთის რეგიონის ტყის მცველებს ტრენინგკურსის წარმატებით დასრულება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი გოდუაძემ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, GIZ­ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

საჯარო განხილვები