ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება იწყება

საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება იწყება

საბავშვო ბაღებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება იწყება, რაშიც ბაგა-ბაღების აღმზრდელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო დაეხმარებათ.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია ბაგა-ბაღების აღმზრდელებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორთან ია პაპიაშვილთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე სკოლამდელი ასაკის ბავშვთა განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრის მიერ შემუშავდა სკოლამდელი სასწავლო სახელმძღვანელო, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვას და ენერგოდამზოგველობას მოიცავს.

აღმზრდელთა დამხმარე სახელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებისა და აღმზრდელების კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა.

ქალაქ თბილისის მერიასთან თანამშრომლობით შერჩეულ 16 საპილოტე ბაგა-ბაღების აღმზრდელებს ტრენინგი ჩაუტარდათ, თუ როგორ მოხდეს გარემოსდაცვითი კომპონენტების დანერგვა სკოლამდელ განათლებაში. სექტემბრიდან კი ყველა ბაგა-ბაღს ექნება დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენების საშუალება.

საჯარო განხილვები