ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვისათვის - სამცხე-ჯავახეთი

400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვისათვის - სამცხე-ჯავახეთი

400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგკურსს გაივლის.
ტრენინგკურსის "ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები" მიზანი ტყის მდგრადი მართვისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ტრენინგზე "ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები" განიხილება ტყის მცველის მოვალეობები და ძირითად საქმიანობა, გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა, კანონმდებლობით გათვალისწინებული ხის ჭრის სახეები და ტყის დაცვა დაავადებებისგან.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტყის მცველებს ტრენინგკურსის წარმატებით დასრულება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ირაკლი მუკნიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის უფროსმა ნატა სულთანიშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.

აღნიშნული პროექტი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება.

საჯარო განხილვები