ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვისათვის -კახეთი

400 ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვისათვის -კახეთი

400  ტყის მცველი ტყის მდგრადი მართვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგკურსს  გაივლის. 

ტრენინგკურსის "ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები" მიზანი ტყის მდგრადი მართვისათვის ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. 


ტრენინგზე "ტყის დაგეგმვისა და მართვის ძირითადი პრინციპები" განიხილება  ტყის მცველის მოვალეობები და ძირითად საქმიანობა,  გარემოზე მიყენებული ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა,  კანონმდებლობით გათვალისწინებული ხის ჭრის სახეები და  ტყის დაცვა დაავადებებისგან. 

კახეთის რეგიონის ტყის მცველებს ტრენინგკურსის წარმატებით დასრულება ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა ნათია იორდანიშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს. 

აღნიშნული პროექტი  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, GIZ-გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს  მხარდაჭერით   ტარდება. 

 

საჯარო განხილვები