ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

დასუფთავების აქცია ვაკის პარკში

დასუფთავების აქცია ვაკის პარკში

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის “ეკოლიდერებმა”  ვაკის პარკის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყვეს.

ეკოლიდერები  საკუთარი ინიციატივით ირჩევენ ლიდერს, რომელთან ერთადაც ყოველკვირეულად გარემოსდაცვით თემაზე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას გეგმავენ.  

აქციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი და ეკოლიდერთა სკოლის ტრენერი აკაკი ჩალათაშვილი შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში 46  მოსწავლე გახდა ეკოლიდერი, ისინი ორი თვის განმავლობაში  მწვანე ეკონომიკის, ნარჩენების მართვის, ბიომრავალფეროვნების, წყლის რესურსების დაცვის, გარემოსდაცვითი პრინციპების, პროექტების წერისა და პიარ კამპანიის დაგეგმვის შესახებ სწავლობდნენ. 

საჯარო განხილვები