ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკო Startups

ეკო Startups

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ეკოჰაბში შეხვედრა ეკო Startups გაიმართა. შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაუძღვნენ, რომელთა ინიციატივითაც ენერგოეფექტური ეკოლაბორატორია შეიქმნა.

ეკოლაბორატორია შექმნილია და გამოიყენება ლაბორატორიული ცდების ჩასატარებლად, ექსპერიმენტული მონაცემების კვლევისათვის, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დაანგარიშდეს თბოდანაკარგები, ტემპერატურისა და სითბოს განაწილება, თბოგამტარობა.

შეხვედრაზე ტუდენტებმა ეკოსახლის მაგალითზე განიხილეს:
· გარემოსდაცვითი ინიციატივები
· პროექტის დაგეგმვა და განხორციელების გზები
· ეკოსახლების უპირატესობა
· საქართველოში არსებული პრაქტიკა

შეხვედრას სტუდენტები, სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორები და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც სტუდენტებთან მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს

 

საჯარო განხილვები