ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა პროექტის ფარგლებში „გაუზიარე გამოცდილება’

შეხვედრა პროექტის ფარგლებში „გაუზიარე გამოცდილება’

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გაიმართა პროექტის - „გაუზიარე გამოცდილება“ პრეზენტაცია, რომელსაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაესწრო. პროექტის ფარგლებში დისკუსიას „მდგრადი განვითარება და ბიზნესის პასუხისმგებლობა გერმანიის მაგალითზე“ კასელის უნივერსიტეტის დოქტორანტი ია ერაძე გაუძღვა.

დისკუსიაზე მომხსენებელმა დაინტერესებულ პირებს გერმანიის მაგალითზე საწარმოების ეკოლოგიური, სოციალური, ეთიკური პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარების პრინციპები გააცნო. ია ერაძემ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და სტანდარტების დაცვის მნიშვნელობა განიხილა.

პროექტი “გაუზიარე გამოცდილება" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით მიმდინარეობს, რომლის მიზანი საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ახალგაზრდებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა.

პროექტის ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს შეუძლიათ ჩაერთონ საჯარო დისკუსიებში და სხვადასხვა ქვეყანაში არსებული გარემოსდაცვითი პოლიტიკა, მწვანე ეკონომიკა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილება და გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების ჩართულობის როლი განიხილონ.

საჯარო განხილვები