ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი მმართველების სერტიფიკატებით დაჯილდოება

გარემოსდაცვითი მმართველების სერტიფიკატებით დაჯილდოება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კიდევ თხუტმეტმა გარემოსდაცვითმა მმართველმა გაიარა სასწავლო კურსი. მათ შორის იყო ორი წარმატებული სტუდენტი, რომლებმაც უსასყიდლოდ გაიარეს სასწავლო პროგრამა.

 

მონაწილეები ხუთდღიანი კურსის გავლის შემდგომ დამოუკიდებლად შეძლებენ:

• ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებასა და გაახლებას;

• ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელების ორგანიზებას;

• საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე თვითმონიტორინგისა და შიდა კონტროლის განხორციელებას.
 

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტესტირება, რომლის წარმატების გავლის შემდგომაც ისინი ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა სერტიფიკატებით დააჯილდოვა.

საჯარო განხილვები