ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა,  ამერიკის შეერთებული  შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი - ,,მმართველობა განვითარებისათვის - G4G“ სთან ერთად წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა.

ღონისძიების ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. 

საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურას, წყლის რესურსების მართვის ძირითად პრინციპებს, ასევე საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ. 

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა საველე პრაქტიკის პირობებში, სპეციალისტებთან ერთად მზიურში მდინარე ვერედან წყლის სინჯები აიღეს და ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე წყლის ელემენტების პარამეტრები გაზომეს.

საჯარო განხილვები