ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის საჯარო დისკუსია ეკოჰაბში

თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის საჯარო დისკუსია ეკოჰაბში

ეკოჰაბში თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა. დისკუსიის სტუმრებმა თბილისში განხორციელებული გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ქალაქის კეთილმოწყობის საკითხები, ატმოსფერული ჰაერისა და წყლის მდგომარეობა განიხილეს. დისკუსიაზე თვალის დევნება და კითხვების დასმა ლაივსტრიმის საშუალებითაც იყო შესაძლებელი. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი.

დისკუსია წარმართეს თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ - სოსო ქარცივაძემ დამოკიდებელმა ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში - თამარ გუგუშვილი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი ბიომეცნიერებისა და ბიოტექნოლოგიის პროგრამების ხელმძღვანელმა - ნინო ინასარიძემ.

 

საჯარო განხილვები