ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მოსწავლეთა ნახატების გამოფენა

მოსწავლეთა ნახატების გამოფენა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მოსწავლეები ეწვივნენ. 

2015  წლის 19-23 ოქტომბერს, თბილისში „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის მცენარეთა კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრა ჩატარდა.

კონფერენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაცხადა მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე, რომლის დროსაც ცენტრის წარმომადგენლების მიერ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ტარდებოდა.

ამჯერად ცენტრს კონკურსში მონაწილე თბილისის 107-ე და 149-ე საჯარო, სოფ. გამარჯვების საჯარო და კერძო სკოლების “სერვანტესის გიმნაზია აია-GESS”, საბავშვო სამხატვრო სტუდიის Happy Kids Happy Planet”, “პოლიგლოტი”,“ოლიმპი” და კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც კონკურსში მონაწილე ნამუშევრები დახვდათ გამოფენილი. 

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ნახატების დიდი რაოდენობის გამო ნამუშევრები ეტაპობრივად გამოფინა, რაც კვლავაც გაგრძელდება.

საჯარო განხილვები