ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო

ეკოლიდერთა სკოლაში სწავლა დაიწყო! კონკურსის შედეგად შერჩეული 16 მოსწავლე ერთი კვირის განმავლობაში უფასოდ გაივლის ტრენინგებს აქტუალურ გარემოსდაცვით თემებზე. 

ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, შეიძინონ ეკოპროექტების წერისა და განხორციელების უნარ-ჩვევები,  თანამედროვე სწავლების მეთოდებით გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით სფეროში, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მომავალ პროექტებში.

 „ეკოლიდერთა სკოლა“ მიზნად ისახავს ახალგაზრდებისათვის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, მათი ინიციატივების მხარდაჭერას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას. 

ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი პროექტების განხორციელბას.

საჯარო განხილვები