ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ს.ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის გამოფენა

ს.ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის გამოფენა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი ია პაპიაშვილი სამების ახალგაზრდულ ცენტრში თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლის წლის შემაჯამებელ გამოფენას ეწვია.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით საქართველოში ჩატარდა მასშტაბური მოსწავლეთა ნახატების კონკურსი, ველური ფლორისა და ფაუნის დაცვის თემაზე, რომელშიც მთელი საქართველოს სკოლების მასშტაბით 400 სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა. 

ველური ფლორისა და ფაუნის დაცვის თემაზე მოსწავლეთა ნახატების კონკურსში პირველი ადგილი ამავე სკოლის მოსწავლემ დაიკავა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ბავშვის ჩართულობა საზოგადოებაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებლად და კონკურსში მონაწილე სკოლას და 65 კონკურსანტს ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატი გადასცა.

საჯარო განხილვები