ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სკოლა-ლიცეუმის “მწიგნობართუხუცესი” მოსწავლეები

სკოლა-ლიცეუმის “მწიგნობართუხუცესი” მოსწავლეები

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს სკოლა-ლიცეუმის “მწიგნობართუხუცესი” მოსწავლეები ეწვივნენ. 

თბილისში „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის მცენარეთა კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრა ამა წლის 19-23 ოქტომბერს ჩატარდა. 

კონფერენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაცხადა მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე, რომლის დროსაც ცენტრის წარმომადგენლების მიერ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ტარდებოდა.

ცენტრს კონკურსში მონაწილე სკოლა-ლიცეუმის “მწიგნობართუხუცესი” მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც კონკურსში მონაწილე ნამუშევრები დახვდათ გამოფენილი. 

შეხვედრის დროს მოსწავლეებმა ასევე ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზებზე, საფრთხეებსა და კონსერვაციის მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია.

საჯარო განხილვები