ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებთან

შეხვედრა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებთან

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეები  ეწვივნენ. 

ამა წლის 19-23 ოქტომბერს,  თბილისში „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის მცენარეთა კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრა ჩატარდა.

კონფერენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა  გამოაცხადა მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე, რომლის დროსაც ცენტრის წარმომადგენლების მიერ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ტარდებოდა.

ცენტრს  კონკურსში მონაწილე მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც კონკურსში მონაწილე ნამუშევრები დახვდათ გამოფენილი. 

შეხვედრის დროს მოსწავლეებმა ასევე ბიომრავალფეროვნების შემცირების მიზეზებზე, საფრთხეებსა და კონსერვაციის მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია. 

საჯარო განხილვები