ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია

გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია

წელს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე მეოცედ აღინიშნება. საქართველოში ამ თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ოზონის ეროვნული ერთეული და გაეროს განვითარების პროგრამა. 

ოზონის შრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები სტუმრობდნენ. 

გაცნობითი სახის შეხვედრას, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები დაესწრნენ. 
სტუდენტებმა ოზონის შრის დაცვისა და ოზონის შრის დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ აქტივობებზე მიიღეს ინფორმაცია.

საჯარო განხილვები