ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

ეკოტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

6 ივნისს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ურავის საჯარო სკოლასთან თანაშრომლობით ეკოკლუბის მოსწავლეებისთვის ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საგანმანათლებლო-შემეცნებითი ეკოტური მოეწყო

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა მოსწავლეებს ჩაუტარა საგანმანათლებლო სემინარი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, იქ დაშვებულ და აკრძალულ საქმიანობებზე. ასევე ყურადღება გამახვილდა დაცულ ტერიტორიებზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე და სახეობათა რეინტროდუქციის პროექტებზე. 

ეკოკლუბის წევრებმა მოინახულეს არწივის ხეობა, სადაც საკუთარი თვალით დააკვირდნენ იქ მობინადრე ფრინველებს და გაეცნენ მათი ქცევის წესებს. ასევე მოისმინეს ისტორია არწივის ხეობის წარმოშობის შესახებ.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მადლობას უხდის დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციას თანამშრომლობისთვის.

საჯარო განხილვები