ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

რა არის მდგრადი საჯარო შესყიდვები და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მიდგომა

რა არის მდგრადი საჯარო შესყიდვები და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მიდგომა

საინფორმაციო ვიდეო მდგრადი საჯარო შესყიდვების კონცეფციას და იმ აქტივობებს გაგვაცნობს, რომელიც ასახავს, როგორ მუშაობს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UNEP) ევროკავშირთან ერთად.

მდგრადი საჯარო შესყიდვა არის პროცესი, რომლის დროსაც, შემსყიდველი ორგანიზაცია კონკრეტულ შესყიდვას ახორციელებს ისე, რომ სარგებელი მიიღოს არა მხოლოდ ორგანიზაციამ, არამედ საზოგადოებამ და ეკონომიკამ, გარემოსთვის მინიმალური ზიანის მიყენების გზით.

ეკონომიკური თვალსაზრისით, მდგრად საჯარო შესყიდვებს გააჩნია ხარჯების შემცირებისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესების პოტენციალი.

მდგრადი საჯარო შესყიდვების მიდგომა მჭიდროდაა დაკავშირებული მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებასთან.

საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე EU4Environment პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა მიმდინარეობს, როგორც კანომდებლობის შემუშავების, ისე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

იხ. ვიდეო - რა არის მდგრადი საჯარო შესყიდვები და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ეს მიდგომა

საჯარო განხილვები