ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

შეხვედრა ქ. თბილისის ,,მწვანე სკოლის“ აღსაზრდელებთან

შეხვედრა ქ. თბილისის ,,მწვანე სკოლის“ აღსაზრდელებთან

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდენენ ქ. თბილისის ,,მწვანე სკოლის“ აღსაზრდელებს. შეხვედრა შედგა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, სადაც მოსწავლები გაეცნენ ადამიანის უფლებებს გარემოს დაცვის სფეროში - ,,ორჰუსის კონვენციას“, ასევე მოისმინეს სემინარი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის თემატიკით. 

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები შეხვდენენ ქ. თბილისის ,,მწვანე სკოლის“ აღსაზრდელებს. შეხვედრა შედგა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, სადაც მოსწავლები გაეცნენ ადამიანის უფლებებს გარემოს დაცვის სფეროში - ,,ორჰუსის კონვენციას“, ასევე მოისმინეს სემინარი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის თემატიკით. შეხვედრა ინტერაქტიული სახის იყო. მოსწავლეებმა დასვეს საინტერესო შეკითხვები და მიიღეს მათზე ამომწურავი პასუხები, ასევე გამოხატეს თავიანთი აზრი გარემოს დაცვის სფეროში სხვადასხვა საკითხის შესახებ. სემინარების მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა,საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს.

საჯარო განხილვები