ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კამპანია ,,ბაღის ფრინველთა საათი”

კამპანია ,,ბაღის ფრინველთა საათი”

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კოორდინირებას უწევს გარემოსდაცვით საგანმანათლებლო კამპანიას - ,,ბაღის ფრინველთა საათი“, რომელიც 2009 წლიდან საქართველოში წარმატებით მიმდინარეობს. კამპანია ხორციელდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო (GIZ) თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით. თანამშრომლობის ფარგლებში წლების განმავლობაში კამპანიას პარტნიორობას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

,,ბაღის ფრინველთა საათი” გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო კამპანიაა საქართველოში ფართოდ გავრცელებული ბაღის ფრინველების შესახებ. მისი ძირითადი მიზანია ახალგაზრდა თაობებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და გარემომცველი ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდა, რათა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი ქცევის შეფასება და უკეთესობისაკენ შეცვლა, შედეგად კი ბუნების ქომაგებად ჩამოყალიბდნენ. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, ბუნებრივი რესურსების გონივრულ გამოყენებასა და ქვეყნის წინსვლას მდგრადი განვითარების პრინციპებით. კამპანია ,,ბაღის ფრინველთა საათი“, ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ყოველი წლის 22 მაისს იმართება და ამ თარიღის პოპულარიზაციასაც ემსახურება. კამპანიისადმი ინტერესი დიდია, რასაც მონაწილე მოსწავლეთა და პედაგოგთა მზარდი რაოდენობაც მოწმობს. 5 წლის მანძილზე კამპანიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 700 -მდე სკოლის 7000 მოსწავლემ. შემოგვიერთდით, ჩაერთეთ კამპანიაში, ერთად დავიცვათ ბიომრავალფეროვნება!

საჯარო განხილვები