ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

,,ეკოპროექტი“ სკოლის მოსწავლეებისათვის

,,ეკოპროექტი“ სკოლის მოსწავლეებისათვის

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და სპორტის და ახალაგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებენ გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროექტს - ,,ეკოპროექტი“.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და სპორტის და ახალაგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებენ გარემოსდაცვით საგანმანათლებლო პროექტს - ,,ეკოპროექტი“. პროექტის განხორციელებაში ჩართულია სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო. პროექტის მიზანია, გარემოს დაცვის კუთხით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებაში. პროექტის მიხედვით, 2014 წლის მარტიდან - მაისის ჩათვლით დაგეგმილია 13-დან 16 წლამდე სკოლის მოსწავლეებისთვის სემინარების ჩატარება შემდეგი თემატიკით: ორჰუსის კონვენცია, საქართველოს დაცული ტერიტორიები, ჯანსაღი გარემო. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე ხეების დარგვა, ტერიტორიების დასუფთავება და სხვა გარემოსდაცვითი აქტივობები. პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილეები შეისწავლიან ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ნივთებისგან საინტერესო აქსესუარების, სუვენირების, პრაქტიკული ნივთების დამზადებას. ღონისძიებები დაგეგმილია საქართველოს 5 ქალაქში: თბილისი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი.

საჯარო განხილვები