ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სემინარები გარემოსდაცვით თემებზე

სემინარები გარემოსდაცვით თემებზე

სიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ყოველკვირეულად ტარდება საჯაროლექცია/სემინარები გარემოსდაცვით თემებზე სამიზნე ჯგუფების მიხედვით.

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ყოველკვირეულად ტარდება საჯაროლექცია/სემინარები გარემოსდაცვით თემებზე სამიზნე ჯგუფების მიხედვით. სემინარი ინტერაქტიული სახისაა, მსმენელებს საშუალება აქვთ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ დებატებში, გამოთქვან თავიანთი აზრი და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე. ქ. თბილისის კერძო სკოლა ,,ბინულის“ აღსაზრდელებმა მოისმინეს სემინარი დაცული ტერიტორიების მნიშვნელობის თემატიკით. სემინარის ბოლოს მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებად, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ბიომრავალფეროვნების თემაზე ჩანახატები გააკეთეს. 

სემინარების მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებს.

საჯარო განხილვები