ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გამოფენის ,,გადავარჩინოთ დედამიწა” მონაწილეთა დაჯილდოება

გამოფენის ,,გადავარჩინოთ დედამიწა” მონაწილეთა დაჯილდოება

სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და ორგანიზაცია „ეკოხედვა/Ecovision“ ორგანიზებით, „SPARE” პროექტის ფარგლებში გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისათვის, თემაზე - „გადავარჩინოთ დედამიწა“.

გამარჯვებული მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდა. ნახატების კონკურსის შედეგად 30 გამარჯვებული მოსწავლე გამოვლინდა ქ. თბილისის, ქ. გორის და ქ. ბორჯომის სკოლებიდან. 

გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებითა და სამახსოვრო საჩუქრებით. მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. გამოფენის მიზანია მოსწავლების გარემოსდავითი ცნობიერების ამაღლება, პასუხისმგებლობის გაზრდა, საკუთარი ქცევის შეფასება და შეცვლა გარემოს სასარგებლოდ. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მსგავსი ტიპის ღონისძიებების მოწყობას მომავალშიც გეგმავს.

საჯარო განხილვები