ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

დედამიწის დღე 2014

დედამიწის დღე 2014

22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე - მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. წელს დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე - მსოფლიოში ერთ-ერთი მასშტაბური გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი ღონისძიებაა. წელს დედამიწის საერთაშორისო დღის აღნიშვნას შეუერთდა სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი. სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ორგანიზაცია ,,ეკოხედვა/Ecovision“-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კონკურსი. სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს თემები და ნახატები გარემოს დაცვის თემატიკით - ,,გადავარჩინოთ დედამიწა“. გამარჯვებული ბავშვების ნახატების გამოფენა მოეწყო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. ,,დედამიწის დღე“ პირველად 1970 წელს აღინიშნა. ეს დღე მას შემდეგ დაარსდა, რაც სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ცნობილი ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორის, გეილორდ ნელსონის მოწოდებით 20 მილიონი ამერკელი გამოვიდა ჩვენი პლანეტის - დედამიწის დასაცავად. საქართველოში „დედამიწის დღე" პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

საჯარო განხილვები