ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

„საქართველოს ტყის მდგრადი მართვის ეროვნული პრინციპები, კრიტერიუმები და ინდიკატორების“ დადგენილების პროექტი

„საქართველოს ტყის მდგრადი მართვის ეროვნული პრინციპები, კრიტერიუმები და ინდიკატორების“ დადგენილების პროექტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაასრულა მუშაობა „საქართველოს ტყის მდგრადი მართვის ეროვნული პრინციპები, კრიტერიუმები და ინდიკატორების“ დადგენილების პროექტზე. 

დოკუმენტზე მუშაობა საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციის“ საფუძველზე დაიწყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) და გაეროს განვითარების ფონდი (UNDA) ფინანსური მხარდაჭერით, განმახორციელებლები არიან სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია (UNECE).

დოკუმენტის შექმნის პროცესში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა დაინტერესებულმა მხარეებმა, როგორებიც არიან: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, არასამთავრობო ორგანიზაციები და უნივერსიტეტები. შეძლებისდაგვარად, სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და კომენტარები აისახა კანონპროექტში.

„საქართველოს ტყის მდგრადი მართვის ეროვნული პრინციპები, კრიტერიუმები და ინდიკატორების“ დადგენილების პროექტის მიზნებია უზრუნველყოს:

* საერთო გაგების მიღწევა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს საქართველოს ტყეების მდგრადი მართვა;

* უზრუნველყოს ტყეების მდგომარეობის, ტყის მართვის ხარისხისა და მდგრადობის მიმართულებით წინსვლის ანგარიშგების ჩარჩო;

* ეროვნული დონის კრიტერიუმები განსაზღვრავს ტყის ღირებულებების დიაპაზონს და ტყის მართვის ძირითად ელემენტებს/პრინციპებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ტყეების მდგრადობის შეფასება;
ინდიკატორები ხელს უწყობს ტყის მართვის მდგრადობის ტენდენციების მონიტორინგს დროის მანძილზე.

დაინტერესებულ პირებს გამოქვეყნებული პროექტის შესახებ შენიშვნებისა და მოსაზრებების  წარმოდგენა შეუძლიათ არაუგვიანეს 2022 წლის 14 თებერვლისა შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:

liana.giorgadze@mepa.gov.ge,Papuna.Kapanadze@mepa.gov.ge,Nanakhelkhelauri@gmail.com 

საჯარო განხილვის თარიღი, დრო და ადგილი დაზუსტდება მოგვიანებით.

იხ.დანართი - ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმები და ინდიკატორები 

    

საჯარო განხილვები