ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მეპაიეებს ჩაუტარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების ტრენინგები

მეპაიეებს ჩაუტარდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების ტრენინგები

სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესაძლებლობების გაძლიერების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ ჩატარდა ტრენინგები თემაზე - მსხვილფეხა რქოსანი პიუტყვის ხელოვნური განაყოფიერება. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე მეპაიეე.

კოოპერატივების წევრი ფერმერების ჩართვა თანამედროვე ტექნოლოგიებით ხელოვნური განაყოფიერების წარმოებებაში ტრენინგების განხორციელბის მთავარ მიზანს წარმოადგენდა. მეპაიეებმა ტრენინიგის ფარგლებში გაიარეს, როგორც თეორიული ასევე პრაქტიული კურსი. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2020 წლისთვის კვლავ გეგმავს საქართველოს მასშტაბით მეპაიეების სხვადასხვა ტრენინგის საშუალებით გადამზადებას.

საჯარო განხილვები