ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება

ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება იწყება

თუ ხარ გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლე, ხშირად მონაწილეობ გარემოსდაცვით პროექტებსა და აქტივობებში, ან გაქვს სურვილი, მაგრამ აქამდე ვერ მოახერხე შენთვის საინტერესო პროექტებში ჩართვა, მაშინ ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენო

ჩვენ ვეძებთ ახალგაზრდა, მოტივირებულ და გარემოსდაცვითი თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ეკოლიდერთა სკოლაში და გაიღრმავებენ ცოდნას გარემოს დაცვისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებში. 

ეკოლიდერთა სკოლაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა: 
იყო IX-XII კლასის მოსწავლე
გაინტერესებდეს გარემოს დაცვა
შეგეძლოს კვირაში 4 საათის დათმობა ჩვენი შეხვედრებისთვის
გქონდეს წვდომა ინტერნეტთან

მონაწილეთა შერჩევა მოხდება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, “ეკოლიდერთა სკოლა 2022” დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება,  მაისი-ივნისის პერიოდში, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, 16 საათზე. 

გპირდებით საინტერესო და ინტერაქტიულ ვებინარებს.

სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობით როგორც გარემოსდაცვით საკითხებს, ასევე განივითარებთ კრიტიკული აზროვნების, საკუთარი მოსაზრების დაცვისა და გუნდური მუშაობის უნარს და რაც მთავარია, შეიძენთ მეგობრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

პროგრამის ფარგლებში თქვენ დაფარავთ შემდეგ თემებს: 

  • სად, როდის და რატომ ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრობა - გარემოს დაცვა და საქართველო
  • ადამიანის ეკოლოგიური უფლებები
  • ნარჩენების მართვის მნიშვნელობა და არსებული საუკეთესო პრაქტიკა
  • პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარები
  • ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და დაცვის მექანიზმები
  • დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა
  • ურბანული ბიომრავალფეროვნება და ეკოაქტივიზმი 
  • ფრინველები და მათი როლი გარემოში
  • გენდერი და გარემოს დაცვა
  • კლიმატის ცვლილება 
  • კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების რისკების შემცირება (DRR)
  • გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან  ურთიერთობის როლი  გარემოს დაცვაში
  • პრეზენტაციების წარდგენა

სწავლებისას გამოყენებული იქნება მრავალფეროვანი მიდგომები, კერძოდ:

✅ვებინარი
✅რეალური მაგალითების განხილვა 
✅როლური თამაშები
✅დისკუსიები
✅საინტერესო სტუმრები 
✅საველე გასვლები 
✅ვიზიტები

სწავლის დასრულების შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატები და გახდებით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მეგობრები.  

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ეკოლიდერის სტატუსი მიენიჭება მხოლოდ იმ მონაწილეს, რომელიც რეგულარულად დაესწრება ლექციებს. საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ 3 გაცდენა.

✅პროგრამაზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა -    https://bit.ly/36dsnXi 

✅განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: 

ქეთევან შვანგირაძე  - ტელ.: 558 56 77 76; ელფოსტა: ketevani.shvangiradze@eiec.gov.ge  

მარიამ ბერიძე   - ტელ:593 42 00 03; ელფოსტა: mariam.beridze@eiec.gov.ge 


 

საჯარო განხილვები