ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

გეოლოგიის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ვებინარი - „პროფესია გეოლოგი“ ჩატარდა

გეოლოგიის დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისთვის ვებინარი - „პროფესია გეოლოგი“ ჩატარდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გამართულ ვებინარზე, საქართველოში გეოლოგიის დარგის განვითარების ისტორიისა და დღეს არსებული ვითარების შესახებ მოხსენება გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააკეთეს. ახალგაზრდებმა ინფორმაცია მიიღეს სტიქიური გეოლოგიური მოვლენების, მათთან დაკავშირებული საფრთხეების შეფასებისა და პრევენციის, გეოლოგიური მიმართულებით საქართველოში მიმდინარე კვლევების, მათ შორის, მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგის შესახებ.

საქართველოში, პირველი კვალიფიციური გეოლოგიური სამუშაოების დაწყება 1841 წლით თარიღდება, ხოლო პირველი ნაშრომები 1843 წელს გამოქვეყნდა. სწორედ 1841 წლიდან იღებს სათავეს საქართველოში სისტემური გეოლოგიური კვლევები, რომელიც დღემდე გრძელდება.

გეოლოგიის დარგის განვითარების მიმართულებით სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. 2014-2021 წლებში, გამოიცა აღმოსავლეთ საქართველოს სახელმწიფო გეოლოგიური რუკების კომპლექტი (მასშტაბი: 1:200 000), შესაბამისი ანგარიშებით;  2019 წელს, შეიქმნა დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გეოლოგიური განყოფილება. 

2019 წლიდან, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო პროექტში: „კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში (GCF/UNDP/SDC)“, რომლის ფარგლებში, საქართველოს ძირითადი 11 მდინარის აუზისთვის დაგეგმილია გეოლოგიური საფრთხეების ზონირების რუკების მომზადება.

საქართველოში გეოლოგიის დღე ყოველწლიურად 1965 წლიდან, აპრილის თვის პირველ კვირა დღეს აღინიშნება.

 

საჯარო განხილვები