ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ესსეების კონკურსი თემაზე: „გარემოსდაცვითი განათლების როლი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში”

ესსეების კონკურსი თემაზე: „გარემოსდაცვითი განათლების როლი ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში”

დედამიწის დღის აღნიშვნის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს ესსეების კონკურსს თემაზე: „გარემოსდაცვითი განათლების როლი ჩემს ყოველდღიურ  ცხოვრებაში”

დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აერთიანებს. 2022 წელს, დედამიწის დღის აღნიშვნა ყურადღებას ამახვილებს იმ საქმიანობებსა და ქმედებებზე, რომელიც ხელს უწყობს გარემოს გაუმჯობესებას და მდგრადი მომავლის შექმნას. 

გარემოსდაცვითი განათლება არის ერთი-ერთი ყველაზე შეუფასებელი ინვესტიცია, რომელსაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მომავალ თაობებში დებს და რომელიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი პრობლემების ინტეგრირებულ აღქმას და განაპირობებს გარემოსადმი მეგობრული ქცევისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას. 

კონკურში „გარემოსდაცვითი განათლების როლი ჩემს ყოველდღიურ  ცხოვრებაში” მონაწილეობის პირობები:

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მთელი საქართველოდან, რომლებიც დაინტერესებული არიან გარემოსდაცვითი საკითხებით, იაზრებენ გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობას და ჩართული არიან გარემოსდაცვითი განათლების მიღებისა თუ გავრცელების პროცესში.

შეფასების კრიტერიუმები:

თემასთან შესაბამისობა;  
გარემოსდაცვითი საკითხების ცოდნა;
საკუთარი/ორიგინალური მოსაზრებების ჩამოყალიბება, ინდივიდუალური ხედვა და მოსაზრება;
აზრის ლაკონურად გადმოცემის უნარი;  
ტექსტი გამართული უნდა იყოს გრამატიკულად. 

კონკურსთან დაკავშირებული სხვა დეტალები:

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს WORD-ის ფაილის სახით (შრიფტი - Sylfaen, შრიფტის ზომა - 11, ინტერვალი - 1.15);
ესსეს მოცულობა - 500-1000 სიტყვამდე (2-3 გვერდი);
ესსეში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, ასაკი, კლასი, სკოლის დასახელება, ქალაქი/სოფელი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი.
ნამუშევრების წარდგენის წესი:

ესსეს ელექტრონული ვერსია გამოგზავნილი უნდა იყოს Word-ის დოკუმენტის სახით, შემდეგ მისამართზე - info@eiec.gov.ge, სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს „ესსეების კონკურსი“. ნაშრომის წარდგენის საბოლოო თარიღია 19 აპრილი.

ესსე შეფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე და დასაჩუქრდებიან პრიზებით.

საკონტაქტო პირი: ნათია ბლიაძე, ელ-ფოსტა:Natela.Bliadze@eiec.gov.ge, ტელ: 598 21 82 85

  

საჯარო განხილვები