ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლამ მეოთხე საპრიზო ადგილი დაიკავა

კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლამ მეოთხე საპრიზო ადგილი დაიკავა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლამ,  2021 წელს,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ მიიღო მონაწილეობა და მეოთხე საპრიზო ადგილი დაიკავა.

სკოლის მიერ მომზადებული პროექტი მიზნად ისახავდა მდინარე ბერხევას ადიდებით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრას.  ერთი შეხედვით უწყინარი მდინარე ბერხევას ხევი, ადიდების შემთხვევაში, საფრთხეს უქმნის სკოლას და მის მიმდებარე ტერიტორიას. უხვი ნალექის დროს, ხშირია დატბორვის შემთხვევები.  

„კონკურსში მონაწილეობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ამ პრობლემის მოგვარება. პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის  თანადგომით, მოხდა სკოლის წინ სანიაღვრე არხის გაჭრა, რომელიც კალაპოტიდან გადმოსულ წყალს ისევ ბერხევას ხევში დააბრუნებს“, - ამბობს სკოლის პედაგოგი ლალი ბაჩიაშვილი.

პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვან აქტივობას წარმოადგენდა თემში ცნობიერების ამაღლება. სკოლამ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ადგილობრივ თემში, სადაც იმსჯელეს, თუ რა საფრთხეს წარმოადგენს მდინარეში ჩაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები. სკოლის ორგანიზებით მოეწყო დასუფთავების აქცია, შეიქმნა და თემში გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები.

„ჩვენი სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური მოსწავლეებით. სკოლის ეკოკლუბი „მწვანე მომავალი" უკვე 7 წელია  ჩართულია სხვადასხვა აქტივობაში. სწორედ მათი ჩართულობით მოხდა საინფორმაციო ბუკლეტების შექმნა და თემში გავრცელება. მოსახლეობას უკვე აქვს ინფორმაცია, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს თითოეული ადამიანის არასწორ ქმედებას. ვფიქრობ, მსგავსი კონკურსები მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს სკოლებს, გააუმჯობესონ როგორც სკოლის, ისე თემის მედეგობა კატასტროფების რისკების შემცირების მიმართულებით“, - აღნიშნავს სკოლის პედაგოგი ბელა ბახბახაშვილი.

საჯარო განხილვები