ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე უნარების კონკურსი

მწვანე უნარების კონკურსი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამა - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ შერჩეული იქნა ევროკავშირისა და ETF - European Training Foundation-ის მხარდაჭერით მიმდინარე მწვანე უნარების კონკურსის (Green Skills Award) 10 ფინალისტს შორის.  

კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენელები იღებენ. კონკურსის მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით განხორცილებული საუკეთესო პრაქტიკების წარმოჩენაა. გამარჯვებულის გამოსავლენად მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი. 

სურვილის შემთხვევაში, ხმის მიცემა შეგიძლიათ მითითებულ ბმულზე -https://ec.europa.eu/eusurvey/runner/VETExcellenceAwards2022?fbclid=IwAR08hyUAeP8ug0LGaW3xOai2ddJoPhPHLvwp27OJ6Qg--SaH88j2BvhW2m8#page4 

ხმის მიცემის პროცედურის ინსტრუქცია:

გადადით ორგანიზაციების ველზე (European Agencies);
მონიშნეთ „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ისტორია;
შეავსეთ ვერიფიკაციის ველი და დაადასტურეთ ხმის მიცემა.

მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის!

საჯარო განხილვები