ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“  საპრიზო მეხუთე ადგილი გორის მუნიციპალიტეტის მე-12 საჯარო სკოლამ დაიკავა

კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ საპრიზო მეხუთე ადგილი გორის მუნიციპალიტეტის მე-12 საჯარო სკოლამ დაიკავა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ჩატარებულ კონკურსში „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“, საპრიზო მეხუთე ადგილი გორის მუნიციპალიტეტის მე-12 საჯარო სკოლამ დაიკავა. 

პროექტის განხორციელებაში აქტიურად მონაწილეობდა სკოლის ეკოკლუბი „ეკომეგობრები“. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდა, მოსწავლეებისათვის კატასტროფამდე, კატასტროფის დროს და კატასტროფის შემდეგ ქცევის წესების გაცნობა იყო. 

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოსწავლეებს ჰქონდეთ ინფორმაცია კატასტროფის დროს ქცევის წესების შესახებ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ადამიანური მსხვერპლის რისკი”, - ამბობს გეოგრაფიის მასწავლებელი მარინე ვართუმაშვილი, რომელიც  აქტიურად იყო ჩართული კატასტროფებთან დაკავშირებული ქცევის წესების გაცნობის პროცესში.

ეკოკლუბელების გარდა, პროექტის აქტივობებში  სკოლის სხვა მოსწავლეებიც ჩაერთნენ და  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ სასკოლო სტენდი შექმნეს. „მოსწავლეებმა, აღნიშნულ სტენდზე მუშაობის დროს, ძალიან ბევრი რამ გაიგეს კატასტროფებზე, მათ გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე. აღნიშნულმა პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში კვლევის, კომუნიკაციის და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას“, - გვიყვება მარინე ვართუმაშვილი.

„აღნიშნულმა პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა, სასკოლო საზოგადოებასა და თემში გვემუშავა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ; ჩატარდა კონფერენცია, სადაც მოხდა განხორციელებული პროექტის პრეზენტაცია, ასევე განახლდა სკოლის გამწვანების ზონა”, - ამბობს სკოლის დირექტორი რუსუდან ლომიძე.

საჯარო განხილვები