ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

საწარმოების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საწარმოების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში საწარმოების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე დაბინძურების სტაციონალური წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოების ვალდებულების და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის მოთხოვნების საკითხები განიხილეს. 

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და კახა კაკაბაძე, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძე, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

„საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, კიდევ ერთხელ დეტალურად განვმარტეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ვალდებულებების შესრულება; ასევე, განვიხილეთ, რა ეტაპზეა თითოეული საწარმო აღნიშნული მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია იმისათვის, რომ სამინისტრო დააკვირდეს, როგორ ასრულებენ საწარმოები ჰაერდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებს. თითოეულ საწარმოს მიეცა შესაძლებლობა, წარმოადგინოს დეტალური გეგმა-გრაფიკი, რომლის საფუძველზეც მოახდენენ ახალი ვალდებულებების შესრულებას. აღებული ვალდებულებების დადგენილ ვადებში შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამინისტრო კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს გაატარებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა.

რუსთავის მერის, ნინო ლაცაბიძის განმარტებით, მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსთავისთვის, სადაც დღემდე დგას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხი.

სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი არიან, ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდნენ და უწყვეტი თვითმონიტორინგი აწარმოონ. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საწარმოებს ჯარიმის გადახდა მოუწევთ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კომპანიებმა ათეული წლების განმავლობაში არსებული პრობლემების მოგვარება, თვითმონიტორინგის სისტემების დამონტაჟება და ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია გეგმა-გრაფიკის მიხედვით უკვე დაიწყეს.

„ჩვენი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, შეხვედრა გვქონდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ ჩვენ ფოთში, რუსთავსა და კასპში, სამივე საწარმოში, უკვე დავაყენეთ მზომი ხელსაწყოები. ამჟამად, მიმდინარეობს დაკალიბრება, რომ მოხდეს ზუსტი მონაცემების განსაზღვრა და ინფორმაციის სამინისტროსთვის გადაცემა“, - განაცხადა შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ გარემოს დაცვის მენეჯერმა გიორგი ჩალაძემ.

 

საჯარო განხილვები