ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართა

სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სერტიფიცირებული ტექნიკოსებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე  პრაქტიკულ მეცადინეობებს და ითვალისწინებდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა ოზონდამშლელ ნივთიერებებთან დაკავშირებული ეროვნული რეგულირება და საკანონმდებლო ბაზა, ალტერნატიული ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობის ზომები და მოწყობილობების უსაფრთხო მოპყრობა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკოსების პროფესიული ზრდის ხელშეწყობა,  რადგან სწორედ მათ კვალიფიკაციაზე არის დამოკიდებული ატმოსფეროში ოზონდამშლელი ნივთიერებებისა და ფტორირებული სათბური აირების ემისიების შემცირება. სამაცივრო ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების სექტორის სფეროს პოპულარიზაციისთვის, საჭიროა სერტიფიცირებული ტექნიკოსების შესაძლებლობების გაძლიერება და ამ სექტორში განხორციელებული სიახლეების შესახებ ინფორმაციის გაცნობა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.

ტრენინგი  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) „საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამის” ფარგლებში გაიმართა. 

„საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების სამოქმედო პროგრამა“ 2009 წლიდან ხორცილედება და ხელს უწყობს მონრეალის ოქმით ნაკისრი ვალდებულებების, კერძოდ კი, ოზონდამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების/შემცირების განხორციელებას.

საჯარო განხილვები