ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე ადგილობრივი მერიებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართ

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე ადგილობრივი მერიებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი მერიებისა და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა.

„აღნიშნული შეხვედრები ხელს უწყობს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა გააცნობიერონ საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფის რისკის მართვისა და შემცირების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში, გაძლიერდება მოწყვლადი თემების მედეგობა“, -  განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივ თვითმმართველობასა და სათემო ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობას კატასტროფების რისკის მართვის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებების გამოკვეთას, შესაბამისად,  თანამონაწილეობრივი სათემო პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას.

შეხვედრაზე მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტებთან ერთად, კატასტროფების რისკის მართვის პროცესში საჯარო და სათემო სექტორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, შეიმუშავეს სათემო პროექტის იდეები.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

საჯარო განხილვები